ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა გაძლიერება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
პროექტი: ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა გაძლიერება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD
დონორი: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)
ხანგრძლივობა: ხუთი თვე
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, “Rural SMEs Development Programme”-ის ფარგლებში, GCSD-იმ დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მუნიციპალიტეტში (ახალციხეში, მარნეულში, ქარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში) მცხოვრებ ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა გაძლიერებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით.
პროექტი ითვალისწინებს ქალებისა და ეთნიკურ უმცირესობათა წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირებას და ყველა შესაძლო დაინტერესებული მხარისათვის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც კვლევით, ისე ღონისძიებითი კომპონენტების საშუალებით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგ-სესიები, რომლებსაც წარუძღვება საქართველოში მოქმედი აგრო საკონსულტაციო კომპანია - აგრითაჩი. აღნიშნული შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა და ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობას ბიზნესს პროცესებში, რაც საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს მათ ხელმისწავდომობას ფინანსებზე.