პროექტები

საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სამსახურის მხარდაჭერა

პროექტი: საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სამსახურის მხარდაჭერა

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი

დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში

 

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მდგრადი საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მხარდაჭერას პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობისა და ხანგრძლივი თანამშრომლობის განვითარებით. პროექტის ამოცანები მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობის მხარდაჭერას, ოფიცერთა კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას და ინსტიტუციური საჭიროებების ანალიზს.

პროექტის ამოცანა მიმართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს), საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ეფექტური კომუნიკაციის განხორციელების მხარდაჭერაზე. ამ ამოცანის ფარგლებში, GCSD გეგმავს ახალგაზრდებთან მუშაობის მეთოდოლოგიის შემუშავებას, საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშის შექმნას, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ახალგაზრდებს შორის შეხვედრების ორგანიზებას, სოციალიზაციის კამპანიის მართვას და სხვა საკომუნიკაციო აქტივობებს. ამ აქტივობების შედეგად გაიზრდება, მართლწესრიგის ოფიცრის და მისი სერვისების შესახებ თბილისის მოსახლეობის ცნობიერება.

პროექტის მეორე ამოცანაა შსს-ს მხარდაჭერა მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციების განვითარებაში ხელშეწყობა. ამ მიზნით, GCSD ჩაატარებს ტრენინგებს ადამიანის უფლებების, კომუნიკაციის, ციფრული წიგნიერების და კონფლიქტების მართვის შესახებ. კომპეტენციების განვითარების აქტივობების მეშვეობით, დაახლოებით 150 მართლწესრიგის ოფიცერი გააძლიერებს მათ ცოდნასა და უნარებს.

Რაც შეეხება პროექტის მესამე ამოცანას, ის შსს-ს საზოგადოაბაზე ორიენტირებული საპოლიციო რეფორმის პროცესის გაძლიერებას, რეფორმის ინსტიტუციური დიზაინისა და ასევე, შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრის სამსახურის საკანონმდებლო ჩარჩოს საჭიროებების გამოვლენაში მდგომარეობს. მესამე ამოცანის მიხედვით, GCSD მოამზადებს ანალიტიკურ ანგარიშს სარეკომენდაციო პაკეტით.

სხვა პროექტები