პროექტის - „საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მხარდაჭერა“ შემაჯამებელი პრეზენტაცია
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის - „საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მხარდაჭერა“ შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ელჩის მოადგილე ბატონი მორის პაულუსენი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და მართლწესრიგის ოფიცრები. შეხვედრაზე, პროექტის გუნდმა მსმენელებს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები გაუზიარა და განხორციელებული აქტივობები წარუდგინა.
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ძირითადი ამოცანებია, მართლწესრიგის ოფიცერის მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხელშეწყობა, ოფიცრების კომპეტენციებისა და უწყების ინსტიტუციური გაძლიერება.