სიახლე

ტენდერი სამაგიდო საგანმანათლებლო თამაშის შესაქმნელად

ტექნიკური დავალების მიზანი

მართლწესრიგის ოფიცრები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობენ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის სკოლის მოსწავლეებთან. ამ საქმიანობიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისა და მართლწესწირიგს ოფიცრის ინსიტუტის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტით განსაზღვრულია სამაგიდო საგანმანათლებლო თამაშის შექმნა. სამაგიდო თამაშის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 12 წლის ზევით მოზარდები. სამაგიდო საგანმანათლებლო თამაში უნდა პასუხობდეს შემდეგ ამოცანებს:

  1. მოზარდებისა და ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება;
  2. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის პოპულარიზაცია;
  3. მონაწილეთა კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა;
  4. მართლწესრიგის ოფიცრებსა და ახალგაზრდებს შორის ნდობის გაზრდა.

სამუშაო პროცესი

 თამაშის დიზაინერი (ექსპერტი) იმუშავებს სამაგიდო თამაშის შესაქმნელად. სამაგიდო თამაშის შემუშავების პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

1. კონცეპციის შემუშავება

კონფეპცია წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც მოცამულია ექსპერტის ხედვა თამაშის მექანიკასთან, თემასთან  და კომპონენტებთან დაკავშირებით. მექანიკის ნაწილი უნდა მოიცავდეს წესებისა და მონაწილეთა შორის ინტერაქციის პროცესის აღწერას. თამაშის თემატიკაში აღწერილი უნდა იყოს თუ როგორ უპასუხებს შემოთავაზებული კონცეპცია ტექნკური დავალებით განსაზღვრულ მთავარ ამოცანებს. კომპონენტების აღწერა უნდა მოიცავდეს თამაშის ნაკრებში შემავალ ყველა შესაძლო ფიზიკურ ატრიბუტს (მაგ. კარტები, დაფა, კამათელი და სხვა). კონცეპციის შემუშავების პროცესში ექსპერტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებში შესაბამისი დარგის ექსპერტთან.

2. პროტოტიპის შემუშავება

კონცეპციის დამტკიცების შემდეგ ექსპერტი მოამზადებს სამაგიდო თამაშის პროტოტიპს შემდგომი ტესტირებისთვის. პროტოტიპის შემუშავების ეტაპზე ექსპერტი შექმნის სამაგიდო თამაშის კომპონენტის ყველა საჭირო მასალას.

3. ტესტირება

ტესტირების დროს მოხდება სამაგიდო თამაშის შემოწმება ტექნიკურ ხარვეზებზე, რის საფუძველზეც შემუშავდება სარეკომენდაციო დოკუმენტი. სამაგიდო თამაშის ტესტირება მოხდება რეალურ დროში მართლწესრიგის ოფიცრებისა და მოზარდების ჩართულობით. სარეკომენდაციო დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება ოფიცრებისა და მოზარდების უკუკავშირი. საჭიროების შემთხვევაში ექსპერტის მიერ უნდა მოხდეს საწყისი კონცეპციისა და პროტოტიპის გადახედვა და ცვლილებების შეტანა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს დამატებითი ტესტირება ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

4. თამაშის კომპონენტების ტექნიკური დავალების მომზადება

წარმატებული ტესტირების შემდეგ ექსპერტი შეიმუშავებს ტექნიკურ დავალებას სამაგიდო თამაშის ფიზიკური კომპონენტების მწარმოებლისთვის. ტექნიკური დავალებაში აღწერილი იქნება თამაშის კომპონენტების ტექნიკური მახასიათებლები და სასურველი დიზაინი.

ძირითადი მოთხოვნები

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ პირს. სამადიგო თამაშის შექმნით დაინტერესებულმა პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

  • სამაგიდო თამაშის შექმნის გამოცდილება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო მიზნების მქონე სამაგიდო თამაშის;
  • გემიფიკაციის ტექნიკების გამოყენების გამოცდილება.

შერჩევის პროცედურები

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. შერჩევის კრიტერიუმებია:

  • გამოცდილება - 20 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება - 20 ქულა;
  • წარმოდგენილი პორტფოლიოს მიხედვით შექმნილი მასალების ხარისხი - 60 ქულა;

განაცხადის წარდგენა

  • კანდიდატის CV;
  • პორტფოლიო, ინფორმაცია კანდიდატის მიერ შემუშავებული თამაშების შესახებ;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 15 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge. სათაურში მიუთითეთ "სამაგიდო თამაშის შექმნა". 

დამატებითი ინფორმაცია

2016 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის (community-oriented policing) დანერგვაზე, რისთვისაც საქართველოში ამოქმედდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა გულისხმობს მოსახლეობასა და პოლიციას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და დანაშაულის პრევენციას საზოგადოების წევრებისა და რელევანტური უწყებების ჩართულობით. მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქციებში შედის დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება და პროაქტიული რეაგირება, სამოქალაქო და საპოლიციო სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და სხვა (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული - https://officer.police.ge/).

2018 წლიდან საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აქტიურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად. GCSD-ის საქმიანობა ამ რეფორმის მხარდასაჭერად რამდენიმე მიმართულებას მოიცავს - მოსახლეობასთან კომუნიკაცია, კვლევა და ადამიანური რესურსების განვითარება.

2022 წელს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მდგრადობის ხელშეწყობა“. პროექტის ძირითად ამოცანებში შედის მართლწესრიგის ოფიცრების მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხელშეწყობა, ოფიცრების კომპეტენციების გაძლიერება და უწყების ინსტიტუციური მოდელის განვითარებაში დახმარება.

 

მსგავსი სიახლეები

მართლწესრიგის ოფიცრებს შშმ პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

მართლწესრიგის ოფიცრებს შშმ პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მართლწესრიგის ოფიცრებს ტრენინგი ჩაუტარდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა: მითები და რეალობა შშმ პირთა შესახებ,...

ტენდერი სამაგიდო თამაშების დასაბეჭდად

ტენდერი სამაგიდო თამაშების დასაბეჭდად

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD აცხადებს ტენდერს სამაგიდო თამაშის დასაბეჭდად.დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მარტი.დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარადგინოს განფასება...

პროექტის - „საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მხარდაჭერა“   შემაჯამებელი პრეზენტაცია

პროექტის - „საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მხარდაჭერა“ შემაჯამებელი პრეზენტაცია

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის - „საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მხარდაჭერა“  შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ელჩის მოადგილე ბატონი მორის...