სიახლე

სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), პირველი ქართულენოვანი სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. 
 
პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე დაინტერესებული პირების ცოდნისა და შესაძლებელობების გაძლიერებას, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას.

პლატფორმის გამოყენება და სასწავლო კურსზე დარეგისტრირება შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კურსზე სწავლა უფასოა, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები საფუძვლიანად გაეცნობიან სტრატეგიული კომუნიკაციების არსს, მნიშვნელობას, მისი დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად მეთოდებს. კურსი მოიცავს მოწვეული ექსპერტის მიერ ჩატარებულ მასტერკლასს სტრატეგიული კომუნიკაციების თანამედროვე გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამასთან, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სტიპენდია ანალიტიკური ნაშრომების მოსამზადებლად.
 
სასწავლო კურსი, 10 მოდულისგან (ვიდეო გაკვეთილი, საკითხავი მასალა და ტესტი) და ერთი მასტერკლასისგან შედგება. კურსის გასავლელად შერჩეული კანდიდატებისთვის პირველი მოდული 19 ივლისს გაიხსნება, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას დაემატება თითო მოდული. კურსი ჯამში 11 კვირის განმავლობაში გადანაწილდება, ხოლო მისი მომდინარეობისას სამეცადინო საათებს ირჩევს მომხმარებელი. კანდიდატმა ერთი კვირის განმავლობაში, მისთვის სასურველ დროს, უნდა გაიაროს მოდულის შემადგენელი ნაწილები და შემდეგ გადავიდეს მომდევნო გაკვეთილზე.
 
კურსზე დასაშვებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია პლატფორმაზე Stratcom.org.ge. მონაწილეთა   შერჩევა   ხდება   საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ. რეგისტრაცია შესაძლებელია 21 ივნისიდან - 7 ივლისის ჩათვლით, ხოლო სასწავლო კურსი 19 ივლისიდან დაიწყება.
 
დამატებითი კითხვების შემთვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge
 
სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში ტარდება.

მსგავსი სიახლეები

სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. სტიპენდია უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ მზარდ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს....

ტრენინგი სტრატეგიულ კომუნიკაციებში

ტრენინგი სტრატეგიულ კომუნიკაციებში

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), 23-24 ივლისს, სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ ტრენინგი გამართა. ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თვითმართველობების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები,...