სიახლე

ტრენინგი სტრატეგიულ კომუნიკაციებში

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), 23-24 ივლისს, სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ ტრენინგი გამართა.

ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თვითმართველობების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებცაა: სტრატეგიული კომუნიკაციების ძირითადი პრინციპები, საინფორმაციო გარემო, კრიზისების დროს კომუნიკაცია, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და სხვა.

ტრენინგი, მოწვეულმა ექსპერტებმა, თინათინ აღნიაშვილმა და ნათია გვენეტაძემ ჩაატარეს.

ღონისძიება ასევე მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც დამსწრეებს საშუალება მიეცათ ექსპერტებთან ერთად ემუშავათ კონკრეტულ მაგალითებზე, მათ შორის პანდემიით გამოწვეულ რთულ საინფორმაციო გარემოზე და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და გამოცდილება.

ტრენინგი, სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც GCSD, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. სტიპენდია უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ მზარდ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს....

სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), პირველი ქართულენოვანი სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.    პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე დაინტერესებული პირების ცოდნისა და...