სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. სტიპენდია უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ მზარდ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. სასტიპენდიო კონკურსი მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ახალგაზრდა მკლევრების აკადემიური საქმიანობის წახალისებას. კონკურსის ფარგლებში შერჩეულ მკვლევარებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ ამ სფეროში არსებული გამოწვევები და მოამზადონ აკადემიური ნაშრომები.
სტიპენდიისთვის პრიორიტეტული საკითხებია:
- კომუნიკაცია კრიზისის დროს - კორონავირუსის პანდემიის მაგალითზე განხილვა;
- სტრატეგიული კომუნიკაციები და საქართველოს წინაშე არსებული ჰიბრიდული გამოწვევები;
- საქართველოს წინაშე არსებული კიბერსაფრთხეები და არსებული გამოწვევები;
- საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეთა წრის გაფართოვება და თანამშრომლობის გზების ძიება;
- საინფორმაციო ომის ახალი ტენდენციები და შესაძლო გამკლავების გზები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჩვენ მივესალმებით მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფ აპლიკანტებს, დოქტორანტებსა და შესაბამისი რელევანტური მიმართულების დოქტორებს. ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტების განაცხადები არ მიიღება;
- ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, აკადემიურ, კვლევით ინსტიტუტებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს; ასევე მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალებს;
- განმცხადებელს უნდა ჰქონდეს პოლიტიკის ან/და აკადემიურ კვლევით დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- CV (არაუმეტეს ორი გვერდისა);
- უკანასკნელი კვლევითი დოკუმენტის ნიმუში;
- საკვლევი თემის აბსტრაქტი.
აბსტრაქტის მოთხოვნები:
- განმცხადებელმა ნათლად უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტული თემებიდან რომელზე გეგმავს მუშაობას;
- აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია მაქსიმუმ ორ თემაზე;
- განმცხადებელმა ნათლად უნდა წარმოადგინოს კვლევის მეთოდოლოგიის დიზაინი (როგორ გეგმავს კვლევის ჩატარებას);
- აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
- აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე.
თითოეული სტიპენდიანტი მიიღებს 1,800 ლარს. საბოლოო დოკუმენტის მოცულობამ უნდა შეადგინოს 20-25 გვერდი.
მოთხოვნილი დოკუმენტები და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge; გთხოვთ აბსტრაქტში მიუთითოთ Stratcom Fellowship.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი.
სტიპენდია გაიცემა აშშ-ს საელჩოს ფინანსური დახმარებით, Alumni Grant-ის ფარგლებში.