GCSD - მ სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი მხარს უჭერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საბაკალავრო პროგრამაზე სტრატეგიული კომუნიკაციის კურსის დანერგვაში. თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სასტიპენდიო კონკურსი, რომლის ფარგლებში GCSD - მ 4 გამარჯვებული ნამუშევარი გამოავლინა:
- ,,ბოტები, როგორც სოციალურ ჯგუფებზე ზეგავლენის მოხდენის ინსტრუმენტი“, ავტორი: თამუნა ტაკიძე;
- ,,ტროლური ომები (საქართველოს მაგალითზე)”, ავტორი: ნათია პაქსაძე;
- ,,მედიაწიგნიერება, როგორც დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი”, ავტორი: ნოდარ დიასამიძე;
- ,,პროპაგანდა, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა”, ავტორი: თამთა ცეცხლაძე.
GCSD - ის გუნდი ულოცავს ავტორებს კონკურსში გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს ბათუმის უნივერსიტეტს და მათ აქტიურ სტუდენტებს სტრატეგიული კომუნიკაციების აკადემიური კვლევის მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს Alumni Grant პროგრამის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.