მართლწესრიგის ოფიცრებს „კონფლიქტის მართვის და მედიაციის“ საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრებისთვის, „კონფლიქტის მართვის და მედიაციის“ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლებაში მონაწილე ოფიცრებმა ინფორმაცია მიიღეს კონფლიქტის არსის და მართვის მეთოდებზე, ასევე, მედიაციის პროცესის და მედიატორის როლზე.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო მართლწესრიგის 15-მა ოფიცერმა. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
სწავლება პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნული პროექტი 2018 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.