პროექტები

ინფორმირებული არჩევანი პანდემიის წინააღმდეგ

პროექტი: ინფორმირებული არჩევანი პანდემიის წინააღმდეგ
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი
ხანგრძლივობა: 10 თვე
პროექტის განხორციელების არეალი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ვაქციინაციის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ვაქცინაციის ეფექტიანად განხორციელებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვაქცინაციის საკითხზე სხვადასხვა სახის მედია პროდუქტის შექმნა და ფართო საინფორმაციო კამპანიის განხორციელება. პროექტი უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ქართულ ასევე სომხურ ენებზე ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კვალიფიციურ ინფორმაციაზე.

დამატებით, პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინფოდემიასა და დეზინფორმაციასთან გამკლავება.

 

სხვა პროექტები