სტრატეგიული კომუნიკაციები პოსტ-სიმართლის ეპოქაში
პროექტი: სტრატეგიული კომუნიკაციები პოსტ-სიმართლის ეპოქაში
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 3 თვე
პოსტ-სიმართლის ეპოქაში, საქართველოში ნათლად გამოხატულია სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მზარდი საჭიოება. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, GCSD-მ კიდევ ერთი პროექტი წამოიწყო, რომლიც მიზნად ისახავს ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. პროექტის სამოქმედო გეგმა მოიცავს ორ ძირითად აქტივობას: ·
1. პირველი აქტივობა მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ახალგაზრდა მკლევრების აკადემიური საქმიანობის წახალისებას. პროექტის ფარგლებში შერჩეულ ინდივიდებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ ამ სფეროში არსებული გამოწვევები და მოამზადონ აკადემიური ნაშრომები.
2. მეორე აქტივობა ემსახურება ბათუმის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ თანამედროვე და ხარისხიანი ლიტერატურით უზრუნველყოფას.
პირველი აქტივობის ფარგლებში GCSD-მ მიიღო 25-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც აირჩა 5 ახალგაზრდა მკვლევარი, რომელიც ორი თვის განმავლობაში იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
- ყოველდღიურ ცრუ ამბებთან გამკლავება: როგორ ვებრძოლოთ კონცპირაციული თეორიების ტალღებს;
- ფართო სამოქალაქო საზოგადოების როლი სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის გაუმჯობესებაში და მტრულ ნარატივებთან ბრძოლა;
- აკადემიის როლი პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში;
- როგორ დავიცვათ საინფორმაციო სივრცე არჩევნების დროს: საერთაშორისო გამოცდილება;
- საქართველოს ეროვნული სტრატეგიული ნარატივის ჩამოყალიბება;
დასრულებული ნაშრომები ბროშურის სახით გამოიცემა ერთ მთლიან დოკუმენტად.
რაც შეეხება მეორე აქტივობას, GCSD-ის გუნდმა მოიძია და შეიძინა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში არსებული თანამედროვე და მაღალხარისხიანი ლიტერატურა, რომელიც გადაეცემა ბათუმის სახელმფწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და იმ აკადემიურ დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ სწავლებას სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.