პროექტები

საქართველოს პოზიტიური სტრატეგიული ნარატივის გაძლიერება

პროექტი: „საქართველოს პოზიტიური სტრატეგიული ნარატივის გაძლიერება“
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 12 თვე

პროექტი ჩატარდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს პოზიტიური ეროვნული ნარატივის შემუშავებასა და საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს პოზიციონირების ხელშეწყობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელთა ხელმძღვანელობითაც  ჩატარდა მრგვალი მაგიდები, ფოკუს-ჯგუფები და ინტერვიუები საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში. აღნიშნული აქტივობების შედეგად შემუშავდა საქართველოს პოზიტიური ეროვნული ნარატივი და მომზადდა ვიდეო რგოლი. ვიდეო რგოლი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტი პიროვნული პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემისკენ და წარმოაჩენს მათ, როგორც საჭირო ღირებულებებს ინდივიდებისა და ქვეყნის წარმატებული განვითარებისათვის.

სხვა პროექტები