პროექტები

ნატოსა და ევროკავშირის ინტეგრაციის საქმიანობა კახეთში (ACCESS)

                                                             
          
პროექტი: ნატოსა და ევროკავშირის ინტეგრაციის საქმიანობა კახეთში (ACCESS)
განმახორციელებელი ორგანიზაცია: GCSD
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)
ხანგრძლივობა: 6 თვე
სამიზნე რეგიონი: კახეთი

პროექტი მუშაობდა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) გაძლიერებაზე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, სადაც განიხილებოდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, ნატოსა და ევროკავშირის საკითხები. პროექტში ჩართულები იყვნენ კახეთის რეგიონში მომუშავე ორგანიზაციები და ახალგაზრდები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, საჯარო განხილვები და მოეწყო სასწავლო ვიზიტები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში (საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი). ასევე, პროექტის მონაწილეთათვის გამოცხადდა მცირე საგრანტო კონკურსი, რომელშიც გამოვლინდა სამი გამარჯვებული.