პროექტები

SHE's GREAT! (ფაზა II)

პროექტიSHE's GREAT! (ფაზა II)
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: IREX
ხანგრძლივობა: 1 წელი

GCSD აგრძელებს გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებულ გლობალურ პროგრამას SHE’s GREAT! Მომდევნო ფაზას. Პროექტის აქტივობები მიმდინარეობს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

პროგრამის მიზანია აღმოაჩინოს და გარდაქმნას გენდერული სტერეოტიპები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც მოსწავლეებს აქვთ თვითრწმენა, ცოდნა და ლიდერული უნარები საზოგადოებაში და სამომავლო კარიერაში სრულყოფილი რეალიზაციისათვის.

Საქართველოს მასშტაბით, პროექტში ჩართულია 170 მონაწილე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის და თბილისის რვა სხვადასხვა სკოლიდან.  სკოლებში ჩამოყალიბდა „გენდერი და ჩემი გარემოს“ კლუბები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები გენდერული სტერეოტიპების, გენდერულ ნორმების იდენტიფიცირებისა და გარდაქმნის შესახებ. ტრენინგ სესიების დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეიმუშავებენ და თავიანთ სკოლებსა და თემში განახორციელებენ ახალგაზრდულ ინიციატივებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ბანაკში.

Საერთაშორისო მასშტაბით, GCSD ხელმძღვანელობს SHE’s GREAT!-ის გლობალურ პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილე ქვეყნების დაახლოებას და მათ შორის ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებას. გლობალურ პროგრამაში ჩართული ქვეყნები არიან იორდანია, ყირგიზეთი, სენტ-ლუსია, გვატემალა და უკრაინა.

პროგრამა დაფინანსებულია ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანის ოფისის მიერ.

სხვა პროექტები

VACCINATION4GEORGIA

დონორი: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ)