VACCINATION4GEORGIA
პროექტის დასახელება: VACCINATION4GEORGIA
განმახორციელებელი ორგანიზაცია: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან (GCSD) პარტნიორობით
დონორი: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ)
პროექტი ორიენტირებულია, რომ გაზარდოს ხელმისაწვდომობა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სწორ ინფორმაციაზე და ხელი შეუწყოს მოსახლეობის სკეპტიკური განწყობების შეცვლას, მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად. ასევე, პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინფოდემიასა და დეზინფორმაციასთან გამკლავება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის მედეგობის ამაღლებას და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, გაცნობიერებული და ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის და მათი უშუალო ჩართულობის გზით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, მათ შორის: ადგილობრივი მოსახლეობის განწყობების იდენტიფიცირების მიზნით, რეპრეზენტატული რაოდენობრივი კვლევის ჩატარება, მთავარი აქტორებისა და დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ორგანიზება, მრავალმხრივი მედია–კამპანიის ჩატარება, კარდაკარის პრინციპით ადგილობრივ სოფლებსა და თემებში საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა და სხვა.
პროექტი ხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია. ეს რეგიონებია: კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე–ჯავახეთი. პროექტის ფარგლებში მომზადებული უკლებლივ ყველა საკომუნიკაციო მასალა ხელმისაწვდომი იქნება ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.