პროექტები

ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო

პროექტი: ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში
ხანგრძლივობა: 3 თვე
 
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.
 
პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, კერძოდ: საუბრები ნატოს შესახებ, სტუდენტებისა და ექსპერტების მიერ კვლევითი დოკუმენტების მომზადება და შემაჯამებელი კონფერენცია.
 
პროექტი თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ასევე არის ნატოს საკონტაქტო საელჩო საქართველოში.

სხვა პროექტები

VACCINATION4GEORGIA

დონორი: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ)