პროექტები

საქართველოს პოზიტიური სტრატეგიული ნარატივის გაძლიერება

პროექტი: „საქართველოს პოზიტიური სტრატეგიული ნარატივის გაძლიერება“
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 12 თვე

პროექტის მიზანია, შეიმუშაოს საქართველოს პოზიტიური ეროვნული ნარატივი და ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს ბრენდირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდები, ფოკუს-ჯგუფები და ინტერვიუები ჩატარდება საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდება საქართველოს პოზიტიური ეროვნული ნარატივი და მომზადდება ვიდეო რგოლი.

სხვა პროექტები

ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან ბრძოლა საქართველოში

დონორი: პროექტი ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) დაფინანსებით და Project Harmony Inc.-ის კოორდინირებით