პროექტები

ეთნიკური უმცირესობისთვის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა

 

პროექტიეთნიკური უმცირესობისთვის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი
ხანგრძლივობა: 10 თვე
პროექტის განხორციელების არეალი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ მედიას, რათა სომხურენოვანმა მოსახლეობამ, რომელიც ენობრივი ბარიერის და ადგილობრივი აინფორმაციო წყაროების სიმცირის გამო გარკვეულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და მოწყვლადია დეზინფორმაციის მიმართ, მიიღოს დროული, პირველწყარო და სანდო ინფორმაცია ადგილობრივ და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე. აღნიშნული უზრუნველყოფს კრიზისულ სიტუაციებში მოსახლეობის სწრაფ და ეფექტიან ინფორმირებას, შეამცირებს დეზინფორმაციის საფრთხეს, და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.

ასევე, პროექტის ამოცანაა რომ გააუმჯობესოს ადგილობრივი მედიის შესაძლებლობები ცრუ ინფორმაციის გამოვლენაში. ამ ამოცანის შესრულების მიზნით რეგიონული მედია ფორუმის გამართვა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მედიის კოორდინირებულ, ეფექტიან და მიზანდასახულ მუშაობას. პროექტი განხორციელდება სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ მედია კომპანია tv9news.ge-სთან პარტნიორობით.

პროექტის აქტივობები ემსახურება რეგიონის მოწყვლადი ჯგუფებისა და ეთნიკური სომხების მედიახელმისაწვდომობისა და ინტეგრაციის გაზრდას.

 

სხვა პროექტები

VACCINATION4GEORGIA

დონორი: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ)