პანკისის ადგიობრივი საზოგადოების ორგანიზაციებს შესაძლებლობის გაზრდა - მეორე ფაზა
პროექტი: პანკისის ადგიობრივი საზოგადოების ორგანიზაციებს შესაძლებლობის გაზრდა - მეორე ფაზა
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: USAID პაკისის სათემო კავშირები
ხანგრძლივობა: 4 თვე
პროექტის მიზანია, გააძლიეროს პანკისში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაბი, უზრუნვეყოს მათი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება და ხელი შეუწყოს მათ მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება დაჩქარებული პრაქტიკული კურსი პროექტების მართვის საკითხებში - პროექტის წერა, ორგანიზაციული მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფონდების მოძიება, კომუნიკაცია, ადვოკატირება; ასევე, ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები/ინტერვიუები ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პანკისში მოქმედი ორგანიზაციების პროფილების გათვალისწინებით, ჩატარდება თემატური მასტერკლასებიც, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას, რეგიონული განვითარების შესაძლებლობებს, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს მოიცავს.