უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება
პროექტი: ნდობის ამაღლება საზოგადოებასა და პოლიციას შორის
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი; B&S Europe; Ecorys; PMCG;
ხანგრძლივობა: 19 თვე
პროექტი - უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება- განხორციელდა კონსორციუმის მიერ, რომელშიც შედიან: საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი, ბრიუსელში მოქმედ საკონსულტაციო ჯგუფი B&S Europe, პოლონეთის ეკონომიკის კვლევებისა და საკონსულტაციო კომპანიების ჯგუფი Ecorys, და პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი PMCG-ს.
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრსა და (GCSD) ბრიუსელში მოქმედი საკონსულტაციო ჯგუფს (B&S Europe)შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, GCSD ჩაერთო უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ადგილობრივი აქტივობების კოორდინაციაში. ამავე შეთანხმების თანახმად, GCSD საკონსულტაციო მომსახურებას უწევს B&S Europe–ს პოლიტიკის ანალიზის კუთხით.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალი მეთოდოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის გაძლიერებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორთან მიმართებით. პროექტის ფარგლებში განხროციელდა სამუშაო შეხვედრები, მოსმენები, ტრენინგები და სხვადასხვა სახის აქტივობები, რომლებიც ემსახურებოდა პარლამენტის კომიტეტების, თანაშრომლების და ნდობის ჯგუფის პროფესიული უნარების გაზრდას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: კომუნიკაცია, ადამიანის უფლები, საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და ა.შ. ასევე, შეიქმნა ხუთი თემატური სახელმძღვანელო და ჩატარდა სამი სასწავლო ვიზიტი.