სამოქალაქო მონიტორინგი უსაფრთხოებისთვის
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შესაძლებლობათა გაძლიერებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცენტრი მონიტორინგს გაუწევს კომიტეტის საქმიანობას; მოამზადებს შესაბამის მოხსენებებსა და რეკომენდაციებს; უზრუნველყოფს სამოქალაქო სექტორის ეფექტიან მონაწილეობას უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვებში.
პროექტის საქამიანობა მოიცავს შემდეგი აქტივოვობების განხორციელებას:
- კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი;
- შეხვედრები და დისკუსიები კომიტეტის წევრბთან და აპარატის თანამშრომლებთან;
- უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობასთანდაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის შესწავლა;
- კომიტეტის სხდომების მუდმივი მონიტორინგი;
- შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- შესაბამისი დისკუსიების ორგანიზება და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე სხვა შესაბამისი აქტივობების განხორციელება.