პროექტები

SHE's GREAT!

პროექტიSHE's GREAT!
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
დონორი: IREX
ხანგრძლივობა: 1 წელი

ახალი პროექტი გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც GCSD, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად განახორციელებს. პროეტქის მიზანია, გარდაქმნას არსებული გენდერული სტერეოტიპები, ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების შექმნას და ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, გაივლიან ტრენინგებს გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  ისინი მიიღებენ მონაწილეობას “გენდერი და ჩემი თემის” (GMC) კლუბებში, ასევე ექნებათ საშუალება აითვისონ ტექნიკური უნარები STEAM-ის საგნებში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება/დიზაინი და მათემატიკა), იმუშაონ ჯგუფურად, გაიღრმავონ და შეიძინონ სხვადასხვა უნარი. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები შექმნიან “თემის სამოქმედო გეგმებს”, რომლებსაც განახორციელებენ თავიანთ სკოლებში და/ან თემში. 

პროგრამის SHE’s GREAT! მიერ შემოთავაზებული აქტივობები, გენდერის ნორმებთან მიმართებაში სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, გოგონების გაძლიერებასა და მათი ლიდერული უნარების განვითარებას ემსახურება.

პროგრამა დაფინანსებულია ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანის ოფისის მიერ.

სხვა პროექტები

VACCINATION4GEORGIA

დონორი: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ)