სიახლე

სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, სასტიპენდიო კონკურსის მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. სტიპენდია უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ მზარდ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. სასტიპენდიო კონკურსი მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ახალგაზრდა მკლევრების აკადემიური საქმიანობის წახალისებას. კონკურსის ფარგლებში შერჩეულ მკვლევარებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ ამ სფეროში არსებული გამოწვევები და მოამზადონ აკადემიური ნაშრომები.

სტიპენდიისთვის პრიორიტეტული საკითხებია:

  • კომუნიკაცია კრიზისის დროს - კორონავირუსის პანდემიის მაგალითზე განხილვა;
  • სტრატეგიული კომუნიკაციები და საქართველოს წინაშე არსებული ჰიბრიდული გამოწვევები;
  • საქართველოს წინაშე არსებული კიბერსაფრთხეები და არსებული გამოწვევები;
  • საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეთა წრის გაფართოვება და თანამშრომლობის გზების ძიება;
  • საინფორმაციო ომის ახალი ტენდენციები და შესაძლო გამკლავების გზები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ჩვენ მივესალმებით მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფ აპლიკანტებს, დოქტორანტებსა და შესაბამისი რელევანტური მიმართულების დოქტორებს. ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტების განაცხადები არ მიიღება;
  • ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, აკადემიურ, კვლევით ინსტიტუტებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს; ასევე მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალებს;
  • განმცხადებელს უნდა ჰქონდეს პოლიტიკის ან/და აკადემიურ კვლევით დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • CV (არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • უკანასკნელი კვლევითი დოკუმენტის ნიმუში;
  • საკვლევი თემის აბსტრაქტი.

აბსტრაქტის მოთხოვნები:

  • განმცხადებელმა ნათლად უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტული თემებიდან რომელზე გეგმავს მუშაობას;
  • აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია მაქსიმუმ ორ თემაზე;
  • განმცხადებელმა ნათლად უნდა წარმოადგინოს კვლევის მეთოდოლოგიის დიზაინი (როგორ გეგმავს კვლევის ჩატარებას);
  • აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
  • აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე.

თითოეული სტიპენდიანტი მიიღებს 1,800 ლარს. საბოლოო დოკუმენტის მოცულობამ უნდა შეადგინოს 20-25 გვერდი.

მოთხოვნილი დოკუმენტები და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge; გთხოვთ აბსტრაქტში მიუთითოთ Stratcom Fellowship.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი.

სტიპენდია გაიცემა აშშ- საელჩოს ფინანსური დახმარებით, Alumni Grant-ის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

GCSD - მ სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოავლინა

GCSD - მ სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოავლინა

  საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი მხარს უჭერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საბაკალავრო პროგრამაზე სტრატეგიული კომუნიკაციის კურსის დანერგვაში. თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სასტიპენდიო კონკურსი, რომლის ფარგლებში GCSD...

მართლწესრიგის ოფიცრებს შშმ პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

მართლწესრიგის ოფიცრებს შშმ პირთა საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მართლწესრიგის ოფიცრებს ტრენინგი ჩაუტარდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა: მითები და რეალობა შშმ პირთა შესახებ,...

მართლწესრიგის ოფიცრებს „კონფლიქტის მართვის და მედიაციის“ საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

მართლწესრიგის ოფიცრებს „კონფლიქტის მართვის და მედიაციის“ საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრებისთვის, „კონფლიქტის მართვის და მედიაციის“ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლებაში მონაწილე ოფიცრებმა ინფორმაცია მიიღეს კონფლიქტის...

ტრენინგი ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ

ტრენინგი ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგი, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ დასრულდა. ტრენინგში მონაწილეობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი...